3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულ და-ძმას – მეგი და გიგი გუტაშვილებს 12 აგვისტოს დაკრძალავენ.
„გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს…“ – შოვში დაღუპულ და-ძმას გლოვობენ
დაკრძალვამდე მეგის და გიგის ონის მთავარანგელოზის ეკლესიაში გადაასვენებენ.
„ჯერ მეგი და გიგი.
პანაშვიდი ონში, ბარათაშვილის #5 10.08~11.08.2023
დაკრძალვა 12.08.2023 ონის მთავარანგელოზის ეკლესიიდან. ეკლესიაში გადასვენება მოხდება 09:00-ზე და გავაცილებთ 14:00-სთვის სოფელ გლოლის საგვარეულო სასაფლაოზე, ე.წ. „ზედქალაქი“.
დანარჩენ 7-ს ჩემი ოჯახის წევრებიდან მოგვიანებით გაგაგებინებთ.
მადლობა ყურადღებისთვის“, – წერს მეგის და გიგის და, მარიტა გუტაშვილი.
ჯერ მეგი და გიგი…❤️
?პანაშვიდი ონში, ბარათაშვილის #5 10.08~11.08.2023
დაკრძალვა 12.08.2023 ონის მთავარანგელოზის…
Posted by Marita Gutashvili on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023
„გული იმხელა ჰქონდა, მეგონა, სამყაროში ყველა სანუგეშებელს ანუგეშებდა.. იშვიათად მინახავს თავის კუთხეზე ასე შეყვარებული ადამიანი“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე
„ქვეყნისთვის არის ტრაგედია შენი აღარ ყოფნა.. ერთხელაც რომ ენახე ვინმეს, არასდროს დაგივიწყებდა, სამყაროდ იქცა მეგი და ყველა ის ადამიანი, ვინც შთანთქა მიწამ“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე
„მეგი, მოკრძალებული, ღიმილიანი და გამორჩეული ლიდერი, გრუნის კურსდამთავრებული…გიგის პირველკურსელთა შორის ველოდებოდით, გაუსაძლისი ტკივილია” – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი შოვში დაღუპულ და-ძმაზე
ფოტო, ვიდეო: „ოჯახის 9 წევრს ეძებს მესამე დღეა.. ძაღლი, რომელიც ასე ეხუტება და ვერ მოვაშორეთ, მარიტასია“ – ნატალია ბერულავა მარიტა გუტაშვილის ფოტოს გვიზიარებს