LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიური ქვედაბოლო ამერიკული შტრიხებით – სარა ჯესიკა პარკერი მანჰეტენზე

460
saajesika20930

სარა ჯესიკა პარკერი აქტიურადა ჩართული საკუთარი ბრენდის მაღაზიების პიარ კამპანიაში. ის ხშირად თავად ემსახურება კლიენტებს და მათ ფეხსაცმლის არჩევანს სთავაზობს. ამჯერად ცნობილი მსახიობი მანჰეტენზე, საკუთარ მაღაზიასთან ახალი ფეხსაცმლის შესაძენად გამოჩნდა. ყოველთვის ელეგანტურ და დახვეწილ პარკერს, ამჯერადაც გემოვნებით შერჩეული სამოსი ეცვა. მას ნაცრისფერი პერანგი გემოვნებით ჰქონდა შეხამებული შოტლანდიურ ქვედაბოლოსთან.

55 წლის სარა ჯესიკა პარკერი ცნობილია იმითაც, რომ ის საგანგებოდ არჩევს აქსესუარებსაც. მაგალითად ამ ანსამბლს მან პატარა ჩანთა შეუხამა, რომელსაც მკვეთრი ფერის სახელური აქვს. ასევე ორიგინალური იყო ლეოპოლდის პრინტით დაბრენდილი პირბადეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები