LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიის კუნძული ერთოთახიანი ბინის ფასად იყიდება

16

შოტლანდიის კუნძული ერთოთახიანი ბინის ფასად იყიდება. კუნძული დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთში მდებარეობს და მისი ფართობი 26 ჰექტარს შეადგენს. ტერიტორია, სადაც 1934 წლის შემდეგ არავის უცხოვრია 250 ათას ფუნტადაა შეფასებული. ამ ფასად კი ლონდონში მხოლოდ ერთოთახიანი ბინის შეძენა თუა შესაძლებელი. ულამაზესი კუნძულის ახალ მფლობელს უამრავი რესურსის დახარჯვა მოუწევს, რათა უკაცრიელი ტერიტორია საცხოვრებლად ვარგისად აქციოს. თუმცა, ულამაზესი ფლორა ამად ნამდვილად ღირს. აღსანიშნავია, რომ საოცარი კუნძულის ყიდვის სურვილი ჯერ-ჯერობით არავის გამოუთქვამს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები