LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიელები ფულს აგროვებენ, რათა მათი კუნძული ვინმე უცხოელმა არ შეიძინოს

15

შოტლანდიელები ფულს აგროვებენ, რათა მათი კუნძული ვინმე უცხოელმა არ შეიძინოს. საუბარია კუნძულ ალბაზე, რომელიც 1,8 ათას ჰექტარს შეადგენს და მისი სიგრძე სულ 12,07 კმ-ია. ჰებრიდის არქიპელაგის სიდიდით მეორე კუნძული 4,25 მილიონ ფუნტადაა შეფასებული და 70 წლის განმავლობაში ის პირველად იყიდება. კუნძულზე ამჟამად რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს და ახალი მფლობელი მათ ვერაფერს დააკლებს. თუმცა, ტერიტორიაზე სასტუმროებისა და თუ დასასვენებელი კომპლექსების აშენების იდეა ადგილობრივებს ძალიან აშინებთ და ამიტომ კუნძულის შეძენა თავადვე გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებს საჭირო თანხის შესაგროვებლად სულ 8 თვე აქვთ და დასახმარებლად მათ მთელ ქვეყანას მიმართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები