LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიაში ზრდასრულთა საბავშვო ბაღი გაიხსნა

125
Capture

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომელიც ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი. უჩვეულო სიახლე თავად ბაღის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბაღში სიარულის საფასური დღეში 10 გირვანქა სტერლინგია და ამ თანხაში შედის კონსტრუქტორებით თამაში, ზღაპრების მოსმენა, ეზოში გასეირნება და სხვა.

პროექტის ავტორთა თქმით, მათ სურდათ შეექმნათ ადგილი სადაც ზრდასრულები თავისუფალი დროის გატარებას შეძლებდნენ, მოდუნდებოდნენ, გაერთობოდნენ, ახალ ადამიანებს გაიცნობდნენ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლისთვის ზრდასრულთა ბაღების გახსნა იგეგმება ესპანეთში, ავსტრიასა და აშშ-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები