LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა ვარსკვლავებში გაერია: ქართველმა ყველა ვარსკვლავის გუნდში ითამაშა (ფოტოები)

149

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. „ვასილი ლევსკიზე“ ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანები და ყველა ვარსკვლავის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა 3:3 დასრულდა.

ჩვენთვის ეს მატჩი იმით არის გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო. „ყველა ვარსკვლავის“ გუნდში შოთა არველაძემ ითამაშა.

მატჩის ორგანიზატორები დიმიტარ ბერბატოვისა და ლუიშ ფიგუს საქველმოქმედო ფონდები იყვნენ.

ბერბატოვი “მანჩესტერში” თამაშობდა და ინგლისური კლუბის ყოფილი სახეები და ბულგარელი მეგობრები მიიწვია: ედვინ ვან დერ სარი, დევიდ ჯეიმსი, რაიან გიგზი, გარი ნევილი, ნემანია ვიდიჩი, როი ფერდინანდი, პატრის ევრა, რობი კინი, კრასიმირ ბალაკოვი, სტილიან და მარტინ პეტროვები.

ყველა ვარსკვლავი კი პორტუგალიელმა ფიგუმ შეკრიბა.

ქართველის მხარდამხარ ოლ სტარში ასევე თამაშობდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი, რობერტო კარლოსი, პრედრაგ მიატოვიჩი, იარი ლიტმანენი, გაისკა მენდიეტა, რობერ პირესი, დეკო, დავიდ ტრეზეგე, დუაიტ იორკი, მიშელ სალგადო, ნუნუ გომეში, ივან კორდობა, კრისტიან კარამბე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები