Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შოთა არველაძე: „საოცარი დღეები გვაქვს თბილისში, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა არველაძე: „საოცარი დღეები გვაქვს თბილისში, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა“

244
fot (2)

ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას სოციალურ ქსელში შოთა არველაძე ეხმაურება.

როგორც არველაძე წერს, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა.

„საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.

ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა.

წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს!“ – წერს შოთა არველაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები