ლოს-ანჯელესში „შანელის“ Cruise 2023/24-ის ჩვენება გაიმართა. უამრავ ვარსკვლავს შორის გახლდათ მილა იოვოვიჩი, რომელიც საზოგადოების წინაშე არც თუ ისე ხშირად ჩნდება.
47 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე საოცრად დახვეწილი „ლუქით“ გამოჩნდა. მას მოკლე, შავი შორტი და თეთრი პერანგი ამშვენებდა. მის „ლუქს“ კოპლებიანი „კლატჩი“ ასრულებდა. მილას თმის ვარცხნილობა, როგორ ყოველთვის ავანგარდული იყო.