შონ პენი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ეწვია უკრაინას და ცხელ ზონაში არაერთი დღე გაატარა. ის გადამღებ ჯგუფთან ერთად ომის დეტალებს იღებდა და აი, ფილმი უკვე მზადაა. „სუპერძალა“, ასე ჰქვია კინოსურათს, სადაც აღბეჭდილია რუსეთის უკრაინაში შეჭრის დეტალები.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ, შონ პენი უკრაინას სამჯერ ეწვია. მსახიობმა და რეჟისორმა პრეზიდენტ ზელენსკის თავისი „ოსკარიც“ კი გადასცა.
ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ფილმის პრემიერა ბერლინის 73-ე კინოფესტივალზე, 16-26 თებერვალს ჩატარდება.
შონ პენი კვლავ ცხელ ზონაშია – მსახიობი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლვოვში ჩავიდა