LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადის მირთმევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

29

შოკოლადის ყოველდღიურად მირთმევა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ამერიკის „გულის ასოციაციის“ სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომელიც „შოკოჰოლიკებს“ საშუალებას მისცემს, რომ თავისი საყვარელი ტკბილეული კიდევ უფრო მეტი სიამოვნებით მიირთვან. კვლევაში 18-დან 69 წლამდე 1,100 მოხალისე მონაწილეობდა და ისინი ყოველდღიურად 100 გ. შოკოლადს მიირთმევდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ჩვევა გულის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. ექსპერიმენტში მონაწილეები ბევრად უფრო ენერგიულები და აქტიურები იყვნენ და როგორც წესი, ქრონიკული დაავადებებიც ნაკლებად აწუხებდათ. ხოლო, პოზიტიური განწყობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა კი უკვე შოკოლადის ბუნებრივ ეფექტად მიიჩნევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები