LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადის დიეტა – წონის დაკლების საუკეთესო საშუალება

3011

სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს წონის დაკლების ახალი ტრენდი – შოკოლადის მირთმევა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ.

კოპენჰაგანის უნივერსიტეტის მკვლევრები ირწმუნებიან, რომ შოკოლადი ამცირებს ტკბილი, მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიღების სურვილს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შავ შოკოლადს მიირთმევთ, რომელიც სულ მცირე 70% კაკაოს შეიცავს. გარდა ამისა, ფლავონოლები, რომელთაც კაკაო შეიცავს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლძარღვების აღდგენის უნარს და ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საჭიროა დიდი რაოდენობით შოკოლადის მირთმევა, თუმცა, რამდენიმე „ტკბილი“ წესი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

რაც უფრო მუქია შოკოლადი, მით უკეთესი – მუქი შოკოლადი ნაკლებადაა დამუშავებული, ამიტომ მეტ ფლავონოლებს შეიცავს. გამომდინარე აქედან, რაც უფრო მეტია შოკოლადში კაკაო, მით უფრო მაღალია ანტიოქსიდანტების რაოდენობა, კალორიები კი, პირიქით – ნაკლები, რადგან შოკოლადის ამ სახეობას არ აქვს შაქარი, რძე და სხვა დამანატები. თეთრი შოკოლადის მოყვარულებმა კი, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამგვარი ნუგბარი საერთოდ არ შეიცავს ფლავონოლებს.

შოკოლადის სწორად შერჩევა – რა თქმა უნდა, შოკოლადის კანფეტი დიდი რაოდფენობით შაქარს შეიცავს და თუ ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ ამგვარი სიამოვნების გარეშე, მაშინ მიირთვით შოკოლადი ხილის ან თხილის დანამატით. რადგან ამ ტიპის შოკოლადი არა მხოლოდ ფლავონილებს შეიცავს, არამედ რკინით და სასარგებლო ბოჭკოთიც მდიდარია. თუმცა, როგორი შოკოლადიც არ უნდა მოგწონდეთ, თვითკონტროლი მაინც აუცილებელია, რადგან ორგანიზმის ანტიოქსიდანტებით მომარაგაბებას სულ რაღაც 20-40 გრამი (დაახლოებით 150-250 კალორია) შოკოლადი სჭირდება, იმ შემთხვევაში კი, თუ წონის დაკლებას ცდილობთ, ნუ მიირთმევთ დღეში 20 გრამზე მეტს.

მარილიანი შოკოლადი – შავი შოკოლადი არა მხოლოდ დესერტებს ამშვენებს, არამედ მარილიან კერძებსაც ძალიან უხდება. მაგალითად, მექსიკური სამზარეულოს რამდენიმე კერძი სუნელებით, ცხარე წიწაკით და სწორედ შოკოლადით მზადდება. გარდა ამისა, შოკოლადით უამრავ ვეგეტარიანულ კერძს, მათ შორის ხუმუსს და ბადრიჯნის რაგუსაც ამზადებენ.

ცხოვრება სტრესის გარეშე! – შვეიცარელი მეცნიერების მტკიცებით შოკოლადი სტრესის მეტაბოლურ ეფექტს ამცირებს. ამიტომ, თუ მუდმივ სტრესში გიწევთ ცხოვრება მიირთვით ყოველდღე 40 გრამი შავი შოკოლადი და დარწმუნებული იყავით, რომ რამდენიმე კვირაში სტრესის ჰორმენების დონე საგრძნობლად შემცირდება.

ოთხი რეცეპტი შოკოლადის დღისთვის

* შოკოლადის სმუზი – 100 მლ. კეფირს ან იოგურტს დაუმატეთ 100 გრამი ხილი ან კენკრა და 20 გრამი გახეხილი შოკოლადი.

* შოკოლადის ყავა – თუ ხსნადი ყავის მოყვარული ხართ, დაუმატეთ ცხელ ყავას შოკოლადის ნატეხი.

* მიუსლი შოკოლადით – მოამზადეთ მიუსლი და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

* შოკოლადის ფონდიუ – გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე და მიირთვით 100 გრამ კენკრასთან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები