Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„შოკის მომგვრელი ამბავი, ჩვენი უკარგესი და უთბილესი ბესო დევდარიანი გარდაიცვალა.. სიტყვებს ვერ ვპოულობ“ – დავით ზალკალიანი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოკის მომგვრელი ამბავი, ჩვენი უკარგესი და უთბილესი ბესო დევდარიანი გარდაიცვალა.. სიტყვებს ვერ ვპოულობ“ – დავით ზალკალიანი

4043
Untitled design (2)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსის ბესო დევდარიანის გარდაცვალების გამო.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ბესო დევდარიანის სახით, დიპლომატიურმა სამსახურმა უმაღლესი რანგის პროფესიონალი დაკარგა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მეგობრის და კოლეგის, დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსის, ბესო დევდარიანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თითოეულ მის კოლეგას ამ უდიდეს დანაკარგს.

ბესო დევდარიანის სახით, დიპლომატიურმა სამსახურმა უმაღლესი რანგის პროფესიონალი დაკარგა.

კოლეგებისთვის ის ყოველთვის დარჩება ერთგულ მეგობრად, საქმისადმი თავდადებისა და მაღალი პასუხისმგებლობის სიმბოლოდ“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ბესო დევდარიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი, რომელიც სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„შოკის მომგვრელი ამბავი, ჩვენი უკარგესი და უთბილესი ბესო დევდარიანი გარდაიცვალა ?? სიტყვებს ვერ ვპოულობ წარმოუდგენელი ამბავია, არც კი ვიცი რა ვთქვა. კიდევ რამდენ სიკეთეს და სითბოს დატოვებდა ამ ქვეყანაზე. მუდამ ხალისიანი და მომღიმარი, მისი ხითხითი ახლაც ჩამესმის ყურში. განსაკუთრებით ბოლო წლებში ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა-ვიზიტები, გადაფრენები, დიდი თუ მცირე კონფერენციები. ხანდახან წავეჩხუბებოდი, მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე, წყენა სწრაფად მავიწყდებოდა. ორი დღის წინ რაღაც პირადული ვთხოვე და გუშინ მომწერა, არ ინერვიულო, უკვე მოგვარებულიაო. ეს ფოტო, შარშან 4 აპრილს სამინსიტროშია გადაღებული, როცა ამერიკაში მოვემგზავრებოდი და თანამშრომლებს დავემშვიდობე. სულ მუდამ გვერდით იყო, მუდამ მომღიმარი. ასეთი დაგვამახსოვრდება ყველას. მშვიდობით მეგობარო! ღმერთმა გაანათლოს მისი სული ??“, – წერს ზალკალიანი.

 

შოკის მომგვრელი ამბავი, ჩვენი უკარგესი და უთბილესი ბესო დევდარიანი გარდაიცვალა??სიტყვებს ვერ ვპოულობ წარმოუდგენელი…Posted by David Zalkaliani on Tuesday, 16 May 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები