Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შოიგუმ „აღმოსავლეთის“ სარდლობას უკრაინის არმიის შეიარაღების განადგურება დაავალა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოიგუმ „აღმოსავლეთის“ სარდლობას უკრაინის არმიის შეიარაღების განადგურება დაავალა

211
შოიგუ და რუსი ჯარისკაცები

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურს მისცა მითითება, „მაღალი სიზუსტის შეიარაღებით“ უკრაინის არმიის სარაკეტო და საარტილერიო საშუალებების განადგურების „პრიორიტეტულობის“ შესახებ. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მისცა საჭირო მითითებები ჯგუფებს მოქმედებების შემდგომი გაზრდის მიზნით ყველა ოპერატიულ რაიონში, რათა გამოირიცხოს შესაძლებლობა, კიევის რეჟიმმა განახორციელოს მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დასახლებულ პუნქტებზე, დონბასის პუნქტებსა და სხვა რეგიონებზე“, – განუცხადეს ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს „განკითხვის დღე ელოდებათ“: დიმიტრი მედვედევი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 18 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია „მოწინააღმდეგის შორი მანძილის საშუალებებზე, რომლითაც ხდება დონბასის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი უბნების დაცხრილვა და ხორბლის მინდვრებისა და მარცვლეულის საცავებისთვის ცეცხლის მიზანმიმართულად წაკიდება“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუმ მითითება გასცა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ ჩართული აღმოსავლეთის დაჯგუფების ინსპექტირებისას. ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს გენერალ-ლეიტენანტი რუსტამ მურადოვი, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსანთა შორისაა.

უკრაინის ხელისუფლება სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ შეტევებს უარყოფს და ასეთ თავდასხმებში რუსეთის არმიას ადანაშაულებს.

უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას 10 წელზე მეტი დასჭირდება: ანტონ გერაშჩენკო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები