LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შობის დადგომამდე ყოველთვის ვცდილობთ სადმე წავიდეთ სამოგზაუროდ… ვისაც ახლა რთული პერიოდი აქვთ, არასდროს დაკარგონ იმედი” – პრინცი იოანეს საახალწლო მილოცვა

784
BeFunky-collage (4)

იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი მეუღლე, ცნობილი მოდელი ქრისტინე ძიძიგური ახალ წელს მშობლების სტატუსით პირველად შეხვდნენ.

ახალი წლის სუფრის მთავარი და აუცილებელი ატრიბუტი – გოზინაყი პრინცი იოანეს მიერ არის მომზადებული. ამის შესახებ მათ გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ისაუბრეს.

“ძალიან მიყვარს ახალი წელი, ვფიქრობ, ის ყოველთვის ასოცირდება რაღაც სიახლესთან, ბევრ ახალ გეგმებთან და პროექტებთან.

როგორც წესი ვცდილობთ ჩვენი დიდი ოჯახი ყველა ერთად შევხდეთ ახალ წელს. ძალიან ხშირად, 25 დეკემბერს, შობას იოანეს დედასთან ერთად ვხვდებოდით, ბებიასთან იკრიბებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, რა თქმა უნდა, ახლა ხელი პანდემიამ შეგვიშალა.

ვისურვებდი, რომ 2022 წელი ჩვენთვის იყოს საუკეთესოს მომტანი, ჯანმრთელობის და ყველა ჩვენი სურვილის ასრულების, რასაც ველით მომავალი წლისთვის.

ახალი წლის დღეებში, შობის, 7 იანვრის დადგომამდე ყოველთვის ვცდილობთ სადმე წავიდეთ სამოგზაუროდ, რამდენიმე დღით”, – ამბობს იოანე ბაგრატიონის მეუღლე, ქრისტინე ძიძიგური.

ქართველ ხალხს ახალ წელს ულოცავს იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელიც.

“მინდა ვადღეგრძელო საქართველო და ქართველი ხალხი. წლის ამ ლამაზ დროს მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობა, სიყვარული, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. იმ ადამიანებს, ვისაც ახლა რთული პერიოდი აქვს, მინდა გულითადი მოკითხვა გადავცე და ვუსურვო, რომ არასდროს დაკარგონ იმედი. გილოცავთ ახალ წელს, უფალმა დაგლოცოთ და გააერთიანოს ჩვენი ქვეყანა.

გაუმარჯოს საქართველოს”