გასულ წელს შობადობამ იკლო, სიკვდილიანობამ კი იმატა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 56 569 რაც წინა წელთან შედარებით 4,5 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, გასულ წელს უფრო მეტი ბიჭი დაიბადა (28 887 ბიჭი), ვიდრე გოგო( 27 682).
2016 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2015 წელთან შედარებით 3,4 პროცენტით გაიზარდა და 50 771 შეადგინა.