LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შმაგი ბოლქვაძემ და სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვეს

26

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) რიოს ლიცენზი მოიპოვა, რაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებითვის პირველი ლიცენზიაა. ბოლქვაძემ რიოს საგზური ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე სერბეთის ქალაქ ზრენიანინში დაისაკუთრა.
სამწუხაროდ, რევაზ ლაშხი (59 კგ), მეოთხედფინალში დამარცხდა და ოლიმპიურ ლიცენზიამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.
სამაგიეროდ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.
მან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ბოლო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გამოიჩინა თავი.
ძირითადი ლიცენზიების გაცემა 4 აპრილს დასრულდა, მაგრამ მათ, ვინც ვერ მოხვდა 14 საუკეთესო სპორტსმენს შორის, დამატებით შანსი მიეცათ. ევროპის ზონიდან პრაღის ტურნირის 4 საუკეთესო მოფარიკავე იღებდა ლიცენზიას.
სანდრო ბაზაძემ ქვეჯგუფში ხუთიდან 4 შეხვედრა მოიგო, ამის შემდეგ კი ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა ასპარეზობა. გადამწყვეტ ეტაპზე ბაზაძემ ესპანელ მოფარიკავეს 15:9, ხოლო ლიცენზიისთვის ბრძოლაში ისრაელის წამომადგენელ კონსტანტინ ვორონოვს ანგარიშით 15:12 სძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები