LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველი მამაკაცი 90 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ცოცხალი გადარჩა

48
1_PAY-Man-rescued-after-falling-down-300-foot-ravine-NAKED

ბრაზილიაში მაშველებმა 90 მეტრის სიღრმის ხევიდან ამოიყვანეს სრულიად შიშველი მამაკაცი, რომელსაც არ შეეძლო იმის ახსნა თუ როგორ მოხვდა ამ სიტუაციაში. ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.

დაშავებული მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთმა გამვლელმა გაიგონა თუ როგორ ითხოვდა ვიღაც დახმარებას. მაშველები გაოგნებული დარჩნენ, როცა ადგილზე მისულებმა სრულიად შიშველი მამაკაცი აღმოაჩინეს. ისინი იმ ფაქტმაც გააოცა, რომ კაცი ამხელა სიმაღლიდან ვარდნის შემდეგაც სრულიად უვნებელი იყო.

„შემთხვევის ადგილისკენ მაშველები გავაგზავნეთ და მათ იპოვეს დაშავებული, რომელიც ორ კლდეს შორის, ხევში იყო ჩავარდნილი. დამოუკიდებლად ამოსვლას ვერ ახერხებდა“, – განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა. მან ისიც დაამატა, რომ კაცი ერთობ რთულად მისადგომ ადგილას იყოს გაჭედილი. „იყო იმის რისკი, რომ კაცი დაბლა ჩავარდნილიყო. ვერტმფრენის გამოყენება დაგვჭირდა, რათა მასთან სამაშველო აღჭურვილობა ჩაგვეშვა“.

ხევიდან ამოყვანის შემდეგ დაშავებული პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადარჩენილი 19 წლის ბრაზილიელი აღმოჩნდა და ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს.

თუ როგორ მოხვდა ის ხევში და რატომ არ ეცვა ტანსაცმელი, ახალგაზრდას უბრალოდ არ ახსოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები