შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის ჭავლის ერთი მანქანა მუნიციპალიტეტის მიმართულებით ამ წუთებში გადაადგილდება და მას წინ პოლიციის მანქანები მიუძღვება.
შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარება მეორე დღეა დაძაბულია. ადგილზე სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი, გიორგი ლილუაშვილი იმყოფებიან.