LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

საპატრულო-ლენტი-შსს-პოლიცია-1

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 ადამიანი. სამართალდამცავებმა 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის  მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ.მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე – კ.ი. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში  მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე დააკავეს,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები