LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შიმშილისთვის გაგვწირეს” – რას ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები

70
აქცია

აჭარის რეგიონში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ისევ ცხელ წერტილად რჩება, საპროტესტო აქცია გაიმართა.  “მოვითხოვთ არსებობის საშუალებას” – ბათუმში მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.

ვინ არიან კორონავირუსით დღეს გარდაცვლილები

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის  41 პაციენტია მოთავსებული.

მათი თქმით, უნდა გადავადდეს საბანკო ვალდებულებები, აღგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი  და გაიზარდოს სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაცია.  თუ აღნიშნული მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილს დაიწყებენ.

“შიმშილისთვის ისედაც გაგვწირეს, უბრალოდ ლოკაციას შევიცვლით და აქ ვიშიმშილებთ …ვითხოვთ საარსებო მინიმუმს, თხოვნა არაა ეს, ჩვენ ამას მოვითხოვთ”. – ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები