LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

140
299849430_434259948735024_1716945856991851753_n

შიდა ქართლს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს – აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალ გუბერნატორს დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდა და მასთან ერთად რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

“მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, მიხეილ შაყულაშვილი სამართლის დოქტორია.

იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ასევე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.