LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ფრენებს თელავის მიმართულება დაემატება 

163
შიდა ფრენები

მგზავრთა შიდა საჰაერო გადაყვანებს 100%-ით სახელმწიფო ასუბსიდირებს. შიდა ფრენებს „აეროპორტების გაერთიანების“ მიერ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AK-Air Georgia ახორციელებს.

ამ დროისთვის ფრენები მესტიის, ბათუმის, ამბროლაურის მიმართულებით და ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით სრულდება. როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ bm.ge-ს განუცხადა, მომავალი წლიდან შიდა ფრენებს ახალი მიმართულება დაემატება. საუბარია თელავი-მესტია, თელავი-ბათუმის მიმართულებებზე. ფრენები თელავის აეროპორტ „მიმინოდან“ განხორციელდება.

„განიხილება შიდა ფრენების ახალ ტენდერში მიმართულებების დამატება როგორიც გახლავთ თელავი-მესტია, თელავი-ბათუმი. განიხილება ასევე სიხშირეების ზრდაც. შიდა ფრენების ტენდერის გამოცხადებას ველოდებით 2023 წლის პირველ ნახევარში, რაც შესაბამისად საშუალებას მოგვცემს შიდა ფრენების პროექტი გაგრძელდეს უწყვეტად“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში როგორც მიმდინარე წელს, ისე 2023 წელს, 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები