ხვალიდან, 2 იანვრიდან სავაჭრო მოლები და სხვა ობიექტები ისევ დაიხურება.
ცენტრები მუშაობას დღეს საღამოს 19:00 საათიდან შეწყვეტენ და იანვრის ბოლომდე დაიხურებიან.
გაიხსნება თუ არა სავაჭრო ობიექტები დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.
ცნობისთვის, 3 იანვრიდან 15 იანვრამდე ქვეყანაში უქმეები ცხადდება.
საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდება, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.