”შეზღუდვებამდე დაინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალი იყო და ეს კიდევ უფრო ამტკიცებს იმას, რომ მობილობის შემცირებამ შედეგი გამოიღო”. ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
რაც შეეხება, საწოლების დატვირთვას მან აღნიშნა, რომ დილის მდგომარეობით კლინიკებში 4034 პაციენტი რჩება, 160-ს დიაგნოზი დადასტურებული არ აქვს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 897 პაციენტია, 286 რეანიმაციულ განყოფილებაში.
კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა
გაბუნიას თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განიტვირთა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით 2 900 საწოლია თავისუფალი.
განსაკუთრებით აჭარაში, ყველაზე თვალსაჩინოდ არის შემცირებული დაინფიცირების მაჩვენებელი.
”რაც შეეხება ახალ შტამს, რომელიც საქართველოში უკვე დაფიქსირდა კლინიკური მაჩვენებელი აქვს იგივე. განსხვავება მხოლოდ გავრცელებაა, რომელიც უფრო სწრაფია ვიდრე არსებული ვირუსი. ამიტომ, მეტი სიფრთხილეა საჭირო”. – განმარტა, გაბუნიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი შტამის დაინფიცირებულის ყველა კონტაქტი შესწავლილია. მისი მოქმედების სირთულე ამ ეტაპზე გამოვლენილი არ არის. შესაბამისად უცნობია, რამდენად საშიშია ახალგაზრდა ადამიანისთვის ვირუსი.