LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვა კაცებისთვის: ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

200
54bc0c03504f532dc147bd3b3afae926

ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია. ამ დროისთვის შესაძლებელია ე.წ. საზღვრით სამეგრელოდან აფხაზეთში გადასვლა, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეები ვეღარ გადმოდიან.

როგორც „ლაივპრესს“ გალელმა მგზავრმა განუცხადა, ხიდი ყველასთვის მოულოდნელად ჩაკეტეს.რა მიზეზით და როდემდე იმოქმედებს შეზღუდვები, უცნობია.

შესაძლოა, ფაქტი სოხუმში გუშინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდეს.

სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ ე.წ. კანონიერი ქურდები მოკლეს

დღეს რესტორან „სან-რემოსთან“ ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს.

„გამშვებ პუნქტთან ხალხი ამომდა, სოხუმში რომ სროლები იყო, იმ ხალხს ეძებენ და სანამ არ იპოვიან არ გააღებენო. დაზუსტებით არავინ იცის როგორ იქნება. ამას ჩვენ არავინ გვითანხმებს“- აცხადებს “ლაივპრესსთან” ადგილობრივი.

გალის ერთ-ერთი მკვიდრი “იმედთან” საუბრისას ამბობს, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილება მხოლოდ პენსიონერებს, ქალებს და ბავშვებს შეუძლიათ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზზე, უკანონო შეზღუდვების დაწესებას, ცხელი ხაზის მეშვეობით არ ადასტურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები