LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში” – ექიმი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობაზე

114
maxresdefault

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დიაგნოზის დასადგენად მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მთელი ღამის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის პაციენტს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, რომლის დეტალური შედეგიც სავარაუდოდ ხვალ იქნება. კონტრაქტორ კლინიკაში იყო გადაყვანილი. შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში, სწორედ ამ მოვლენის ვერიფიცირებისტის გვჭირდება მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, შემდგომი კვლევები, რასაც ვუტარებთ და ჩავუტარებთ“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები