როგორც ჩანს, ბრედლი კუპერმა ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ, ახალი ურთიერთობები ვერ დაიწყო. მსახიობს პერიოდულად ვხედავთ ხოლმე 2 წლის ქალიშვილთან ერთად. ამჯერად კი, პაპარაცებმა ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი დედასთან, გლორია კამპანოსთან ერთად გადაიღეს. დედა და შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდნენ, სავარაუდოდ ისინი საშოპინგოდ იყვნენ გამოსულები.
საინტერესოა, რომ ბრედლი პიჯაკსა და ჯინსებში იყო გამოწყობილი, დედას კი წითელი ქურქი ეცვა, რომელიც საშინაო ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.