47 წლის ჰიუ ჯეკმანისა და მისი 60 წლის მეუღლის, დებორა ლი ფერნესის რომანტიული შვებულება გრძელდება. წყვილი ქორწინების 20 წლის იუბილეს კარიბის ზღვის სანაპიროზე აღნიშნავს. რამდენიმე დღის წინ უკვე ვიხილეთ მათი ერთობლივი ფოტოები. ამჯერად კი პაპარაცების ობიექტივში კიდევ უფრო რომანტიული კადრები მოხვდა.
ახალ ფოტოებზე შეყვარებული ჰიუ ჯეკმანი საყვარელ მეუღლეს წყლიდან ამოსვლაში ეხმარება. ისინი ხელჩაკიდებულები ბანაობენ და ჯეკმანი წუთითაც არ შორდება დებორა ლი ფერნესს.