LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყალების კომისიის დაკომპლექტება ახალი წევრებით იგეგმება – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

atoneli_rezidencia

შეწყალების კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს. „ეს არის ჩვეულებრივი პროცესი,“ – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის,“ – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

შეწყალების კომისიიდან წასვლის შესახებ უკვე განაცხადეს კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ, ასევე წევრებმა ეკა გიგაურმა და ბასა ჯანიკაშვილმა.