LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევროლე ინტერნეტშია: როგორ მარტივდება მძღოლის ცხოვრება

36

Chevrolet Niva-ს მფლობელები ინტერნეტში „ჩართეს“. კომპანია “GM”-მა chavrolet-ის პატრონებს საინტერესო სიახლე შესთავაზა. ამიერიდან მძღოლებს ტექნიკური შემოწმების გავლა თუ საჭირო დეტალის მოთხოვნა სპეციალური საიტის მეშვეობით შეეძლებათ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სიახლე ავტომოყვარულებს დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საიტზე სათადარიგო ნაწილებისა თუ სხვადასხვა აქსესუარების დიდი კატალოგია ხელმისაწვდომი, ამასთან – იქვეა მითითებული რეკომენდაციები თუ განსხვავებული ფასები.

Niva-ს მფლობელებს შეეძლებათ, რომ შემოთავაზებული აქსესუარებიდან აუდიოსისტემა, ზეთი თუ სხვა საჭირო ნივთი შეარჩიონ და იქვე შეუკვეთონ.

რაც შეეხება ტექ-მომსახურებას, კლიენტს თავისი პრობლემის მითითება და უახლოესი სერვის ცენტრის მონიშვნა მოუწევს, რის შემდეგაც კომპანიის თანამშრომლები მას თავადვე დაუკავშირდებიან.

შეგახსენებთ, რომ Chevrolet Niva 1,7 ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და მას 80 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები