Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შევიმუშაოთ კანონპროექტი, რომლითაც მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ ავუშენებთ, იმ ბინაზე მიწერილი იყოს, ეს ბინა აშენდა ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე – რაქვიაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევიმუშაოთ კანონპროექტი, რომლითაც მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ ავუშენებთ, იმ ბინაზე მიწერილი იყოს, ეს ბინა აშენდა ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე – რაქვიაშვილი

45
aleksandre-rakviashvili-w-h-2022-06-25_16-58-36_719727

მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტს დღეს ბიუროზე წარედგინება. 2023 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ეკონომიკის სამინისტროს გარდა ყველა უწყებისთვის დაფინანსება გაზრდილია. ეს ეხება ძალოვან სტრუქტურებს, ასევე პარლამენტს, სახალხო დამცველის აპარატსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

რამდენით განისაზღვრება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – პროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის ზრდის საკითხი ზოგადად პოზიტიურად არის ხოლმე აღწერილი, თუმცა “არაფერი არ არის ნათქვამი, რომ ეს ადამიანების ფულია, რომელიც წავართვით”.

“არ იქნება ურიგო შევიმუშაოთ კანონპროექტი, რომლითაც მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ ავუშენებთ, იმ ბინაზე მიწერილი იყოს, ეს ბინა აშენდა – ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე. რთველს, რომ დავაფინანსებთ და ვიტყვით, რომ ყურძენი იყიდა მთავრობამ, ეს იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს ვალი გავუზარდეთ და ჩვენი შვილების მომავალი შემოსავლების ფონზე მოხდა, ანუ სიმართლე რომ ვუთხრათ ადამიანებს, რადგან ისე გამოდის, რომ მე, რომ ახლა ვთქვა არ ავუშენოთ პოლიციელს ბინამეთქი – ოხ, როგორ შეიძლება პოლიციელი ადამიანია, ოჯახი ჰყავს და ბინა, როგორ არ სჭირდებაო… ყველა ადამიანს სჭირდება ბინა და კარგი ცხოვრება, ეს ხომ თავისთავად ცხადია. ვიღაც ადამიანს ვართმევთ ფულს, ვიღაცას ვაძლევთ, თან ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს, ანუ მომავალი თაობების ხარჯზე ვცხოვრობთ და იმის ნაცვლად, რომ ეს დეფიციტი შევამციროთ, ჩვენ ხარჯებს ვზრდით. ბევრად უფრო მარტივი იქნება თუ სიმართლეს ვიტყვით. სანამ ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ბიუჯეტის ზრდა რაღაც კარგი საქმეა და ბიუჯეტმა თუ რთველი დააფინანსა ჰაერიდან ჩამოვარდა ეს ფული, მანამდე გვექნება პრობლემები. მე მინდა ასეთი კანონპროექტი შემოგთავაზოთ და თუ გაბედავთ, რომ ეს კანონპროექტი მიიღოთ მადლობელი ვიქნები“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები