მოძრაობა „დროა“ 27 მაისს „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება.
დღევანდელ ბრიფინგზე „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „ნიკა გვარამიას სრულიად უსაფუძვლო დაპატიმრება ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟს უკავშირდება“.
„უკვე წელიწადზე მეტია, რაც ნიკა გვარამია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მის დაპატიმრების აბსურდულობა აღიარა ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ – სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და ა.შ.
„ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე შენ ჩვენ გვერდით არ იქნები, რადგან ქვეყანას ნიკა გვარამია ძალიან სჭირდება“ – გვარამიას თანამოაზრეებმა 27 მაისს, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია დაანონსეს
„როდესაც 31 მაისს დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში, პრეზიდენტი იქ უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და არა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი გზავნილებით.“
აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ მისი სრულიად უსაფუძვლო დაპატიმრება უკავშირდება ჩვენი ევროპული არჩევანის საბოტაჟს.
ერთი წლის წინ ეს საბოტაჟი მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ – მისი დაკავებით და ერთი წლის შემდეგ ეს საბოტაჟი გააგრძელა პრეზიდენტმა – მისი არ შეწყალებით.
ევროპული დღის წესრიგი ჩვენი პრინციპული ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიას საკითხი ერთ-ერთი ცენტრალურია. ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ მივიღეთ ასევე საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო რუსეთიდან დაყენებული პირობა პროდასავლური მედიის გაჩუმების და დევნის და სწორედ, რუსეთის დავალებით, მათ შორის, ნიკა გვარამია „რუსულმა ოცნებამ“ საპატიმროში გამოკეტა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვუერთდებით „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვისმენს და გვენდობა, მინდა მივმართო, რომ შევიკრიბოთ, დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი და დავიცვათ ადამიანის თავისუფლება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან