LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევიდა და გაიტანა: ქვილითაიამ ბელგიური დებიუტი გოლით აღნიშნა

53

ბელგიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „გენტის“ რიგებში საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას დებიუტი შედგა. ის „ლოკერენთან“ საშინაო მატჩში 87-ე წუთზე შევიდა მოედანზე, როცა ანგარიში 1:1 იყო და იმავე წუთზე ზუსტი დარტყმით გაამარჯვებინა თავის ახალ გუნდს.

„გენტისთვის“ ეს ზედიზედ მესამე მოგება იყო და ხუთი ტურის შემდეგ, 10 ქულით მეექვსე ადგილზეა.

“ეს არ არის მხოლოდ გოლი. ეს არის 3-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი.
მინდა, ფიზიოტერაპევტებს და მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო. ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი ყველას მიუძღვის.
20 მაისს გამიეკთეს ოპერაცია და მითხრეს, რომ 4 თვე გამიცდებოდა, თუმცა 3 თვეში დავბრუნდი. ექიმებს ყოველთვის ვუჯერებდი და მენტალური გამძლეობა ჩემი ძლიერი მხარეა.
იმედი მაქვს, ხალხი ჩემს შესაძლებლობებს დაიჯერებს, რადგან ტრავმირებული ფეხბურთელი არავის მოსწონს.
“გენტისთვის” ბევრ გოლს გავიტან, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა ქვილითაიამ.

გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი ყვითელი ბარათით დაასრულა.

 

კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში “ანორთოსისმა” სტუმრად 1:0 სძლია “დოქსას” და ეს ერთადერთი გოლი 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა.
ბექა 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 82-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. ფამაგუსტური გუნდის მეორე ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
1 სექტემბერს “ანორთოსისი” გასვლაზე “პაფოსს” ხვდება.
შეგახსენებთ, მიქელთაძე კვიპროსულ გუნდში “რუსთავიდან”, ხოლო კაჭარავა “კორონადან” გადავიდა.

ითამაშა ნიკა კაჭარავამაც, თუმცა, მინდორზე ოდენ 85-ე წუთზე გამოჩნდა. კაჭარავას “ანორთოსისში” მაღალი დონის კონკურენტი ჰყავს, სლოვაკეთის ნაკრების ფორვარდი მიხალ დურიში.

 

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-3 ტურში “უნიონმა” სახლში 4:1 დაამარცხა “სანტ პაული” და ამ მატჩში სტუმართა კარი 26 წლის ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ დალაშქრა.
ამ შეხვედრამდე “სანტ პაულის” ორივე თამაში მოგებული ჰქონდა და მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია – 22 012-იან სტადიონზე ანშლაგი იყო და “უნიონმა” არ გააწბილა თავისი ერთგული გულშემატკივრები.
გოგია ძირითად შემადგენლობაში იყო, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ანგარიში 2:0 გახადა და 71-ე წუთზე შეცვალეს.
დედაქალაქური გუნდი 7 ქულით გალიდერდა და 2 სექტემბერს გასვლაზე “სანდჰაუზენს” ხვდება.
გოგია სტაბილურად თამაშობს სასტარტო შემადგენლობაში და
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი გოლი გაიტანა.

პოლონეთში პლოცკის “ვისლამ” ვარშავაში 4:1 დაამარცხა “ლეგია” და ამ მატჩში ტრავმა მიიღო სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა.
მერებაშვიილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-11 წუთზე რიკარდინიომ მისი პასით ანგარიში გახსნა, 29-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.
შეგახსენებთ, გიორგიმ 17 აპრილს კრაკოვის “ვისლასთან” შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს, მხოლოდ ერთი თვის წინ დაიწყო თამაში, ფორმაში ჩადგა და…

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგას ნელ-ნელა უშინაურდება. ქართველმა შემტევმა ბუნდესლიგის მეხუთე ტურში “ვოლფსბერგერთან” შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ცალსახად საუკეთესო იყო.
შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და გრაცელთა ეს ერთადერთი გოლი დიდწილად ჩვენებურის დამსახურებით გავიდა. 49-ე წუთზე, როდესაც “შტურმი” მარცხდებოდა, კიტეიშვილმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, თანაგუნდელთან ჩინებული კომბინაცია გაითამაშა და ცარიელი კარის წინ მდგომ მარკუს ფინკს უპასა. ეს ოთარის პირველი საგოლე პასია “შტურმის” რიგებში.
საერთოდაც, 22 წლის ქართველი მთელი თამაში აქტიური იყო და შეტევებს ამწავვებდა. თავადაც ჰქონდა გატანის შანსი დრიბლინგის შემდეგ, თუმცა ვერ მოახერხა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე გამოცემის ვერსიით, კიტეიშვილი თანაგუნდელთა შორის საუკეთესოდ დასახელდა.

 

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მესამე ტურის სასტარტო შეხვედრაში ავთო ებრალიძის “შავესი” სტუმრად “მარიტუმუსთან” დამარცხდა – 1:2.
შეხვედრა დრამატული გამოდგა. “შავესი” მთელი თამაში იგებდა და მასპინძლებმა ჯერ 90-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე მეორე გოლი გაიტანეს და საერთოდ გამარჯვებას გამოჰკრეს ხელი. ავთო ებრალიძემ აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა და მე-17 წუთზე ვილიამ ოლივეირა სწორედ მისი გადაცემით გაიტანა. უფრო სწორედ, ოლივეირა სანამ საგოლე, დიდებულ დრიბლინგს დაიწყებდა, ავთოსგან მიიღო, ხოლო რაც შემდეგ ბრაზილიელმა გააკეთა, ეს უბრალოდ ფანტასტიკა იყო.
26 წლის ებრალიძე სამივე თამაშში ძირითად შემადგენლობაში იყო და წინა ტურში რამდენიმე გამოცემის ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები