LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევალთ საოპერატოროში, ვთიშავთ ფილმს — ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას გეგმავს

476
levan-vasadze

ლევან ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას გეგმავს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ პარასკევს 16 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და დაიძრებიან კინოთეატრებისკენ:

“ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოტეატრებში. შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას”,-ამბობს ვასაძე.

ლევან ვასაძე იმასაც აღნიშნავს, რომ რვა ნოემბერს სერბეთში უნდა ყოფილიყო დედის სიწმინდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მომხსენებლად, მაგრამ იქ აღარ გაემგზავრება.

მიუხედავად იმისა, რომ რვა ნოემბერს სერბეთში უნდა ვყოფილიყავი დედის სიწმინდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მომხსენებლად, ორგანიზატორებს დიდი ბოდიში შევუთვალე და თბილისში დავრჩი, რათა თქვენთან ერთად კვლავ ვიბრძოლო თქვენი სამშობლოს ზნეობრივი ტრადიციის დასაცავად.

დავიცვათ შვილები და აღვასრულოთ კანონი - ფალავანდიშვილი ამბობს, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს არ შეუშვებს

,,ჩვენი მძევალი სახელმწიფოა, ექვემდებარება სოდომისტურ მაფიას, კინოთეატრებში თავის შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო"

თანასწორობის მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ფილმ And Then We Danced-ის კინოსეანსებზე დამსწრეთა უსაფრთხოება დაიცვას.

როგორც მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი, გადამწყვეტი როლი ეკისრება სამართალდამცავ სტრუქტურებს, შეძლებენ თუ არა, რომ დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლება, რომ აუდიტორიამ შეძლოს იმ კინოჩვენებაზე დასწრება, რომლის ნახვის სურვილიც აქვს.

“ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გაიყიდა ყველა ბილეთი. ამ ფონზე, ჰომოფობიური ჯგუფები ემზადებიან მანიფესტაციის გამართვისთვის, აპირებენ კინოთეატრების გადაკეტვას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ თავს დაესხმებიან ფილმზე დასასწრებად მისულ ადამიანებს. მათ, საპატრიარქოსთან აფილირებულ ჯგუფებს, ზურგს უმაგრებს, ეკლესიის პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რომ ისინი პროტესტით ხვდებიან ფილმის პრემიერას”, — ნათქვამია განცხადებაში.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერისთვის ემზადება - თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

ცნობისთვის, ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

აიკრძალოს ლიბერალიზმი, არავითარი ევროპისკენ სწრაფვა, რა ჯანდაბაა ეს – ლევან ვასაძე (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები