LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შევალ და ვნახავ ახლა ჩემი ადგილი არის თუ არა” – გედევან ფოფხაძე “ქართული ოცნების” ოფისში მივიდა

გედიიიიიიიიიიიიი

დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარია, სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი იყო განმსაზღვრელი და პრინციპული. მიზანი არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები. ეს საკითხი დაისვა დღის წესრიგში და არაფერი სხვა ქვეტექსტი ამას არ ჰქონია. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ახლა აქცენტების ამ თემიდან გადატანა სწორი იყოს,“ – განაცხადა ფოფხაძემ.

კითხვაზე, რამდენად ხედავს ის ადგილს ამ გუნდში, ფოფხაძე პასუხობს, რომ არ ჰგონია, ამის პრობლემა იყოს.

„შევალ და ვნახავ ახლა ჩემი ადგილი არის თუ არა. სკამები საკმარისად არის, არამგონია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ აქცენტებს არსებითი თემიდან არ გადავიტანთ რაღაც კერძო, პირად საკითხებზე,“ – აღნიშნა ფოფხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები