LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ ვხუმრობ“- ლევან კვარაცხელია

239
328076444_3425777391012749_846606751101696515_n

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ლევან კვარაცხელია სტუმრობდა, რომელმაც თავის იუმორისტულ მიმართულებაზე და საქმიანობაზე ისაუბრა და გადაღებაზე მომხდარი ერთ-ერთი უხერხული შემთხვევაც გაიხსენა.

ლევან, აქტიურად აკეთებ ვიდეოებს შენი „იუთუბ“ გვერდისთვის. რამდენად განსხვავდება სატელევიზიო ჟანრი და იუთუბ ჟანრი?

ძალიან განსხვავდება, სულ სხვადასხვა ხალხია მაყურებელი. წელიწად ნახევარია, რაც ინტენსიურად ვმუშაობთ „იუთუბ“-ის მიმართულებით და ნელ-ნელა „დავამუღამეთ“, ცოტა რთულია. იუმორსაც ბევრი შრომა, იდეაზე ფიქრი სჭირდება,  უცებ არ მოდის არც იუმორი და არც არაფერი, თუ შრომა არ ჩადე.

თუ შეგიძლია გამოყო, ყველაზე მტკივნეულად ვინ მიიღო შენი იუმორი?

კამერის გარეშე, პირად სივრცეში რომ შემხვდეს ვიღაც, ყველასთან ძალიან ჯიგრული დამოკიდებულება მაქვს. ვიღაც შენთან რომ მოდის, არ უნდა გაიქცე, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ ვხუმრობ და მგონი, ხუმრობაზე ხუმრობით ჯობია პასუხი. ჩემი ბოლო „მსხვერპლი“ გარდენიაა. 6 წლის წინ იყო რაღაც შემთხვევა, მართლა მეგონა, რომ დაავიწყდებოდა ის ამბავი და ისევ იგივე გავაკეთე 6 წლის მერეც. თავიდან ვიფიქრე, რომ აი უცებ დავმეგობრდით, იუმორში შემოვიდა, მაგრამ რომ გავიდა და უკნიდან დამასხა წყალი, ეგ უკვე არაფერში ჯდებოდა. 600 დოლარიანი მიკროფონი გაგვიფუჭა. „იუთუბ“-ზე გადავედით, ვწვალობთ ჩვენთვის რაღაცას და… მაგრამ არა უშავს, ავიტანთ.

იქნებ თვითონაც გეხუმრა?

ანუ ეგრე ხუმრობს? რომ რამე, მე ახლაც კარგი განწყობით ვარ, რადგან მინახავს მაგ კაცის იუმორი, თუმცა რაც შევამჩნიე, ცოტა ზემოდან უყურებს ადამიანებს. ერთი ადამიანი მეორეს რომ ზემოდან უყურებს, არ მომწონს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები