LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი… მძულს შვიდი რიცხვი.. დრო როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა…“ – რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

546
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გამთენიისას ჩამოწვა. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი ადამიანი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შო­რის არი­ან გია რო­ბა­ქი­ძე და მისი სამი შვი­ლი. 

„ტყუპი გოგოები არიან, ერთი ბიჭი და მამა… დედა წასულია საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ“ – ადგილობრივი ბაღდათში მეწყერში მოყოლილ ოჯახზე

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დების ცხედრები იპოვეს

ბავ­შვე­ბის დედა, რომელიც ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, ამ ტრაგედიის შემდეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნდა. მადონა რობაქიძე ოჯახის კადრებს აქვეყნებს და წერს:

„როგორი ძნელი, არა, შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი….სულ ასე გყავდა მაი ჩახუტებული ჩემი შვილები.

მჯერა ეხლაც ასე გყავს ჩაკრული გულში დედასავით….მჯერა რომ ისევ ერთად ხართ…და კარგად ხართ…..ვერასოდეს შევეგუები უთქვენობას

ეს ის ტკივილია, ვერაფერს რომ ვერ შეადარებ….უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით…შეხვედრამდე ჩემო ანგელოზებო…

როგორი ძნელი არა შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი….სულ ასე გყავდა მაი ჩახუტებული ჩემი შვილები მჯერა ეხლაც ასე…

Posted by Madona Gia Robaqidze on ორშაბათი, 26 თებერვალი, 2024

7 რიცხვი არასოდეს მიყვარდა, ახლა მძულს და მეზიზღება ეს დროც…დრო როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა…დრო, რომელმაც ჩემი ფერადი და ბედნიერი ცხოვრება შეცვალა…..დრო, როცა გაჩერდა ყველაფერი ….დრო, როცა დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი გაუფერულდა გაშავდა ირგვლივ სამყარო….დრო, როცა დაკარგა ჩემმა ცხოვრებამ აზრი…..დრო, როცა ჩამოიქცა და დაიმხო ყველაფერი….თქვენ იყავით ჩემი ყველაფერი დედი უთქვენოდ კი……მძულს და მეზიზღება სამყარო რომელიც ასე დაუნდობლად მოგვექცა….“

7 რიცხვი არასოდეს მიყვარდა ეხლა მძულს და მეზიზღება ეს დროც…დრო როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა…დრო…

Posted by Madona Gia Robaqidze on ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები