LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იყოს“ – სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია იმართება

124
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

თბილსისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი იმართება. პროცესს კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ერთვება ექსპრეზიდენტი.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები და გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით – „თავისუფლება მიშას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იყოს“.

„უმნიშვნელოვანესია, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი გათავისუფლდეს. როცა ვლაპარაკობთ 2024 წლის არჩევნებზე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ევროკავშირში გვინდა, უნდა გვესმოდეს, რომ „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძის მიერ გასამართლებული და „კლანის“ მიერ დაპატიმრებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ამის მიღწევა ურთულესი იქნება. ევროპული ღირებულებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის. შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იყოს, არ შეეძლოს მოქალაქეებთან ურთიერთობა, საარჩევნო კამპანიაში ჩართვა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხოლო კითხვაზე, რას აკეთებს პარტია მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ ამისთვის ყველა ბერკეტს იყენებენ.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია, „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძის მიერ არის გასამართლებული. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. უამრავი რეზოლუციაა მიღებული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, როცა 2024 წლის არჩევნებზე ვსაუბრობთ.

⚪️? თავისუფლება მიშას ????

?⚪️ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებში❗️

#თავისუფლებამიშას #ერთიანინაციონალურიმოძრაობა ????

Posted by Levan Khabeishvili on ოთხშაბათი, 20 დეკემბერი, 2023

სხვანაირად, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ვერც თავისუფლად და ვერც დემოკრატიულად, თუ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იქნება”, – ამბობს ხაბეიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები