Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შეუძლებელია იმის ცოდნა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, თუმცა უკრაინას ომის მოგება შეუძლია: ჯონ კირბი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლებელია იმის ცოდნა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, თუმცა უკრაინას ომის მოგება შეუძლია: ჯონ კირბი

115
Pentagon spokesman John Kirby speaks during a briefing at the Pentagon in Washington, Wednesday, Feb. 23, 2022. (AP Photo/Andrew Harnik)

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ „უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები გაჭიანურებული კონფლიქტის რისკებზე საუბრობენ“.

მისივე განმარტებით, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინაში ომი.

„ის ფაქტი, რომ პუტინი უფრო მცირე გეოგრაფიულ არეალში კონცენტრირებას აპირებს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს იმის შესაძლებლობას, რომ ძალადობა გაგრძელდეს“, – აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია აბსოლუტურად მოიგოს ომი, რასაც ცხადყოფს პუტინის უუნარობა, თავის სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიოს.

„მარიუპოლი ჯერ კიდევ არ არის აღებული. მათ თავიანთი ძალები კიევიდან გამოიყვანეს, მათ თავიანთი ძალები ჩენიგოვიდან გამოიყვანეს, მათ ვერ აიღეს ხარკოვი, მათ სამხრეთით, ვერ აიღეს მიკოლაევი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ მტკიცებულება არის ფაქტობრივად ის შედეგები, რომელსაც ყოველდღე ხედავთ”, – განაცხადა კირბიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები