LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი დაბადების დღე მის გარეშე! შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო – ბრიყვს უთქვამს! ყველა ადამიანი შეუცვლელია, მით უფრო თავის ქვეყანაზე და პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი” – ბესო მეგრელიშვილს დღეს 56 წელი შეუსრულდებოდა

315
ფორტუნა - 2023-08-15T173904.084

მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. დღეს მას 59 წელი შეუსრულდებოდა.

მსახიობი არაერთ თეატრთან თანამშრომლობდა. მათ შორის მოზარდ მაყურებელთა თეატრში არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო სახე შექმნა.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღეს გარდაცვლილ კოლეგას იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„პირველი დაბადების დღე მის გარეშე! დღეს ბესო მეგრელიშვილი 59 წლის გახდებოდა. უმძიმესი წინა სეზონი იყო ჩვენი თეატრისთვის. ბესოს წასვლამ დიდი სიცარიელე შექმნა! შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო – ბრიყვს უთქვამს! ყველა ადამიანი შეუცვლელია, მით უფრო ნიჭიერი, თვითმყოფადი, თავის ქვეყანაზე და პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი!“, – ვკითხულობთ თეატრის მიერ გავრცელებულ წერილში.

ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ათამ­დე ფილმში. თა­მა­შობ­და სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც“.

 

 

პირველი დაბადების დღე მის გარეშე! დღეს ბესო მეგრელიშვილი 59 წლის გახდებოდა. უმძიმესი წინა სეზონი იყო ჩვენი თეატრისთვის….

Posted by ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი on Monday, 14 August 2023

 

 

მსახიობი 11 აპრილს გარდაიცვალა.

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები