LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეთქმულება“ ნავთობის ფასის გარშემო

119

ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე  ბოლო კვირაში განვითარებული მოვლენების შესახებ “ფორტუნა” გთავაზობთ “ადმირალ მარკეტსის” მიმოხილვას.

“ბოლო ხანებში ნავთობის ფასების აღმავალი ტრენდის ფონზე გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

  • საბაზისო მაჩვენებლებით ყველა წინაპირობაა ფასების კლებისთვის: მოწოდება კვლავ ჭარბობს მოხმარებას, ქვეყნების მოპოვების ქვოტების შემცირება ვერ ხერხდება, მარაგები შეერთებულ შტატებში თითქმის მაქსიმუმზეა, ჩინეთის ეკონომიკა არც ისე კარგად იზრდება და ა.შ.
  • ამასთან ერთად მოქმედებს აგრეთვე ფასის ზრდის შემდეგი ფაქტორები: ხანძარი კანადაში, მიმდინარე პოლიტიკური არეულობა ვენესუელაში.

როგორც ვხედავთ ფასის ზრდის ფაქტორების სისუსტის მიუხედავად, ტრენდი მაინც აღმავალია და ამჟამად ფასი უახლოვდება 50-იან ნიშნულს. ისმის კითხვა რატომ?  „შეთქმულების“ თეორიის მოყვარულები და არა მარტო ისინი ასახელებენს შემდეგ მიზეზს:

  • ამერიკაში მოახლოვებული არჩევნების წინ და ტრამპის ტრიუმფალური წინსვლის ფონზე ძალიან აქტუალური გახდა ამერიკული ეკონომიკის გაჯანსაღების და შიდა დასაქმების ფაქტორი. არადა ნავთობის ახალი ტექნონოგიებით მოპოვების თვითღირებულება სწორედ 40-45 დოლარია, და ფასების დაბალი მაჩვენებელი ამ დარგს ასამარებდა. საქმე გვაქვს ამერიკული ბიუროკრატიული მანქანის გააქტიურებათან, რათა ყველა ხერხის გამოყენებით, ფასები მიმდინარე კორიდორში დაფიქსირდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები