LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეტაკებების შედეგად ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლა“ – ისრაელის თავდაცვის ძალები

142
Untitled design (4)

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, შეტაკებების შედეგად ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლა.

მისივე თქმით, შეძლეს რამდენიმე ათეული პალესტინელის ტყვედ აყვანა.

„ამ საათისთვის სამხედროები კფარ აზაში იბრძვიან, ბევრ ქალაქში ძებნა მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა ქალაქში არიან, არ არის ქალაქი, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალები არ იმყოფებიან“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში სულ მცირე, 300 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 1 800-მდე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 26 სამხედროა.