LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეშფოთებული ვართ სააკაშვილის მდგომარეობით, რთულია გაგება, რატომ არ არის მიღებული ზომები, რომელიც საჭიროა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად: დეგნანი

66
1

“შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს.

შესაბამის ქმედებებზე გადასვლის დროა – მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ჰარცელი

ელჩის თქმით, მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის, საჭირო მკურნალობის მიწოდების მხრივ შესაძლო ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით, არანაირი დებატი არ უნდა იყოს:

“ძალიან შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშე დგას, აღარ არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ მიღებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ყველა ზომა, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭირო მკურნალობა.

უდიდეს ნდობას ვუცხადებთ სახალხო დამცველს, მის გუნდს და სამედიცინო ჯგუფს, რომელიც ომბუდსმენის ეგიდით მუშაობს. მათი შეფასებაა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სჭირდება სრული მკურნალობა და ის რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუ არ არის შესაბამის დაწესებულებაში.

ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ საელჩო, არამედ ვაშინგტონიც და საქართველოს სხვა მეგობრებიც, მაგალითად, ელჩი იან კელი, რომელიც სიტუაციას შეშფოთებით აკვირდება. რთულია გაგება – ის ზომები, რომლის მიღებაც საჭიროა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, რატომ არ არის მიღებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების შესაბამისად.” – თქვა კელი დეგნანმა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ დღესვე ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც გაავრცელა:

“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები მის შესაბამის მკურნალობასთან დაკავშირებით.

ჩვენ, ასევე, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის დასწრება მის ყველა სასამართლო სხდომაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ კი ის ამას მოითხოვს.” – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.