“შეშფოთებულები ვართ თქვენი გადაწყვეტილების გამო, ჩაგეშალათ დაპირებული პოლიტიკური რეფორმა და ასევე გვაშფოთებს ძალის გამოყენების შემთხვევები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ”- ამ სიტყვებით მიმარტეს კონგრესმენებიმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ ე. კონოლმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობა გააკრიტიკეს. მათივე წერილში აღნიშნულია, რომ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ ხალხს “მოძალადე დაუპირისპირეს”.
ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ქართველი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს მიიღებენ.
“ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც იქნება ხალხისგან, ხალხისთვის, და ხალხის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტადაა დაახლოებული დასავლეთთან და სურთ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ ამიტომაც გავიდა ამდენი ხალხი ქუჩებში, რათა მშვიდობიანად გამოეხატა თავისი შეშფოთება, მაგრამ მათ მოძალადე ავაზაკები დაუპირისპირდნენ. ყველა ხელისუფლებას აქვს უფლება გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, თუმცა დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი მეთოდები გამოიყენონ თავიანთი შეხედულებების გამოხატვისთვის. შემაძრწუნებელია ცნობები, რომ, როგორც იუწყებიან, ხელისუფლების მიერ ნებადართული ძალადობის შედეგად დაშავდა, და საავადმყოფოშიც კი მოხვდა ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი”,- აღნიშნულია წერილში.