LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესანიშნავი შვიდეული: ქართველი ფეხბურთელები ერთა ლიგაზე გამორჩეულები არიან

31

ცნობილმა სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა whoscored.com-მა ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ჯგუფის ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც 11-დან შვიდი მოთამაშე საქართველოს ნაკრებიდანაა.

whoscored.com მიუთითებს, რომ თითოეულ პოზიციაზე ნაჩვენებია კონკრეტულ ტურში საუკეთესო რეიტინგის მქონე მოთამაშე.

მეკარე
გიორგი ლორია (საქართველო 7,1 ქულა)

მცველები
ოთარ კაკაბაძე, საქართველო, (7,8)
იური ლოგვინენკო (ყაზახეთი 8,2)
საბა კვირკველია (საქართველო 7.7)
გაფურჟან სიუიმბაევი (ყაზახეთი 8.2)

ნახევარმცველები
გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო, 8.6)
ჯაბა კანკავა (საქართველო, 8.2)
ნიკა კვეკვესკირი (საქართველო, 7.7)
აიურჟან ისლამხანი (ყაზახეთი, 7.6)

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი (საქართველო, 8.0) ბახტიარ ზაინუტდინოვი (ყაზახეთი, 7.2)

 

ერთა ლიგის ოთხი ტურის სტატისტიკური მონაცემები ცნობილია და შედეგად, საქართველოს ნაკრები რამდენიმე ნომინაციაში გამოჩნდა.

საქართველო გატანილი გოლებით მეოთხე ადგილზეა და ბევრ ევროპულ გრანდს უსწრებს. თუმცა, გასაგებია, რომ ჩვენი და ამ გრანდების მეტოქეები ერთმანეთისგან დონით განსხვავდებიან.

გოლები

ლუქსემბურგი 10
ესპანეთი 10
შვეიცარია 9
საქართველო 9
მაკედონია 8

ზუსტი გადაცემების სიმრავლით ხუთეულში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი მოხვდა, რომელმაც 274 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

ზუსტი გადაცემები

სერხიო რამოსი, ესპანეთი 306
რიჩარდ ალმეიდა, აზერბაიჯანი 298
ალექსანდრე ეპურიანუ, მოლდოვა 283
გარა გარაევი, აზერბაიჯანი 276
ნიკა კვეკვესკირი, საქართველო 274

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები