LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესანიშნავი ხუთეული ბრიტანეთიდან –  როგორ გაიმეორა Take That-მა „ბითლზების“ ტრიუმფი

152
FORTUNA. GE

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ჯგუფი Take That 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ბრიტანული ბოიბენდია. გარი ბარლოუ, რომელიც კოლექტივის სიმღერების სულისჩამდგმელი გახლდათ, ჯერ კიდევ 11 წლის ასაკიდან მღეროდა. 14 წლის ასაკში ის სხვა ჯგუფის შემადგენლობაში მღეროდა, როდესაც მოულოდნელად მარკ ოუენსა და რობი უილიამსს შეხვდა. ეს იყო სამი უნიჭიერესი ადამიანის შეხვედრა, რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარ გზას ეძებდნენ. ბიჭებმა მალევე შექმნეს ტრიო Cutest Rush, რომელიც წარმატებული ვერ გამოდგა. სამაგიეროდ, ბიჭები შენიშნა პროდიუსერმა ნაიჯელ სმიტმა, რომელიც სწორედ ბოიბენდის შექმნაზე მუშაობდა. მან ჯერ ერთ-ერთის აყვანა გადაწყვიტა, შემდეგ კი, სამივეთი მოიხიბლა და ჯგუფისთვის სხვა წევრების ძებნა დაიწყო. ასე მიაგნო მან ჯეისონ ორენჯსა და ჰოვარდ დონალდსს. ასე დაიაბადა ლეგენდა 90-იანებში.

საინტერესოა, რომ მუსიკოსები თავადვე იყვნენ სიმღერების ავტორებიც და მათი შემსრულებლებიც. თავდაპირველად ყველაფერი კლუბებსა და სასკოლო საღამოებზე გამოსვლებით დაწყო და სადღაც ერთ წელიწადში, პოპულარობამაც იფეთქა. 93-დან 96 წლებამდე ჯგუფის ყველა სიმღერა წამყვანი ჰიტ-აღლუმების სათავეში იყო.

ბიჭების კარიერაში ყველაზე მძიმე 1995 წელია, როდესაც ჯგუფი ჯერ რობი უილიამსმა, შემდეგ კი, გარი ბარლოუმ დატოვა. ხანგრძლივი პაუზის შედმეგ, ბიჭები ისევ გაერთიანდნენ, ამჯერად 2006 წელს. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივის შემადგენლობაში რობი არ დაბრუნებულა, ამან Take That-ს ვერ შეუშალა ხელი, ძველი დიდება დაებრუნებინა. ისევ ერთად, შესანიშნავი ხუთელი მაყურებელმა 2010 წელს იხილა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ რობი უილიამსი კოლექტივს სპეციალური სტუმრის სტატუსით უბრუნდებოდა.

როგორ გაიმეორა Take That-მა „ბითლზების“ ტრიუმფი, ვერავინ ამოხსნა, თუმცა, ფაქტი ერთია, დღესაც ის ყველა დროის ყველაზე პოპულარული ბოიბენდების რეიტინგს ლიდერობს.

მუსიკალური ისტორიები