LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იყოს: ივანე ჩხაიძე

90
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, როდესაც “ომიკრონ” ვარიანტი საქართველოშ კორონავირუსის დომინანტი შტამი გახდება, შესაძლოა ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე გაიზარდოს.

“ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც განიხილება სხვა ქვეყნებზე დაკვირვების შედეგად” – განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტური შტამი დაახლოებით იანვრის ბოლოს გახდება.

„როდესაც ვლაპარაკობთ როდის შეიძლება იყოს ქვეყანაში ომიკრონის პიკი, აუცილებლად ვითვალისწინებთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას. ესენია: აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც „ომიკრონის“ პირველი შემთხვევიდან დომინანტურად გახდომამდე 3-4-კვირანი პერიოდი დასჭირდა. სწორედ ამიტომ, თუ საქართველოში „ომიკრონი“ გამოჩნდა დეკემბრის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში დომინანტური გახდება იანვრის მეორე ნახევარში. ეს არის მოლოდინი გამომდინარე ამ ქვეყნების გამოცდილებიდან” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, ერთადერთი შესაძლებლობა ვირუსის ამ ვარიანტის წინააღმდეგ არის ორჯერადი ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევების განვითარება და ჰოსპიტალიზაცია და სამჯერადი, ანუ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც საავადმყოფოში მოხვედრა, ისე ინფიცირებაც.

“”ბუსტერ” დოზა ჰისპიტალიზაციისგან თითქმის 100%-ით დაიცავს. ის 25-ჯერ ამცირებს ჰისპოტალიზაციისგან და გართულებებისგან დაცვის რისკს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.