LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა თუ არა არჩევნები ოქტომბერში აღარ ჩატარდეს?

100

თუ მთავრობა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციას არ მოახდენს, არჩევნების თარიღი გადაიწევს, ამის შესახებ ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. საქმე ეხება საკანონმდებლო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, თუ მთავრობა პრეზიდენტის მეორე განკარგულების კონტრასიგნაციას არ მოახდენს, მაშინ პრეზიდენტს უფლება აღარ ექნება, ახალი განკარგულება მინიმუმ 6 თვის ვადაში გამოსცეს.

 

”ასეთი სცენარით მოვლენათა განვითარება იქნებოდა ძალიან კრიზისული. იმედია, ყველა აცნობიერებს, რომ ამ მიმართულებით არ უნდა წავიდეთ. ეს გამოიწვევს კონსტიტუციის დარღვევას, ვინაიდან კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს. გამოვა, რომ 6 თიანი ვადით გავცდებით ოქტომბრის თვის საარჩევნო თარიღს და გადაიწევს იქით, ვინაიდან ეს, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის საფუძველი გახდეს. ეს შეიძლება ვიღაცამ ჩათავლოს ხელისუფლების გახანგრძლივების მცდელობად. ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა” – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები