LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, თბილისში აეროპორტისკენ მიმავალი მიწისზედა მეტროს პროექტი აღარ განხოციელდეს

183
1489150662

შესაძლოა, მერიამ უარი თქვას, ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა.

როგორც ხმალაძემ განმარტა, საკითხზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, თუმცა, ავსტრიულ კომპანიას მერიამ მეტროს პროექტირება არ დაუკვეთა.

„მიწისზედა მეტროს პროექტის ეტაპები იყო ასე – ჯერ უნდა ჩატარებულიყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მერე პროექტირება და შემდეგ მშენებლობის დაფინანსება. კვლევა ჩატარდა, რომელზეც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს იმიტომ, რომ არ გვაქვს ის შედეები, რომელზე დაყრდნობითაც ადვილად შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება. განხილვის ეტაპზეა ეს საკითხი. არ გამოვრიცხავ არცერთ გადაწყვეტლებას, არც განხორციელებასთან და არც განხორციელებაზე თავის შეკავებასთან დაკავშირებით. სხვა კომენტარის გაკეთება ახლა ძალიან გამიჭირდება“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე ინფორმაციით, ის სამუშაო, რაც კომპანიამ ჩაატარა უკვე მოწოდებულია და მერია მისი განხილვის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები