თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმედის ეთერში აცხადებს, რომ მსოფლიოში ახლა პანდემიის პიკის შემდგომი პერიოდია, ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა დიდი იმუნური ფენა შეიქმნა და თუ ვირუსის ახალი სახიფათო მუტაციები არ გაჩნდა.
“პანდემია არ დასრულებულა. კოვიდი არსად წასულა, მხოლოდ მასშტაბები შემცირდა. მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად გვყავს 10-15 პაციენტი, როდესაც გვყავდა 80-100″,- ამბობს ცერცვაძე.
მისი თქმით, პანდემია დასასრულს უახლოვდება.
„შესაძლოა, სადღაც შემოდგომაზე გამოცხადდეს პანდემიის დასასრული“, – ამბობს ცერცვაძე.